გაუ მურსიას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კვირეულის მონაწილეა

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი მურსიას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კვირეულის მონაწილეა.

ესპანეთში გამართულ წარმომადგენლობით შეხვედრებს ესწრებოდა GAU-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი, თამარა მეჭურჭლიშვილი, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა გასაუბრებოდა და ერთობლივი საგანმანათლებლო პერსპექტივები დაესახა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უნივერსიტეტების ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან ერთად.

კვირეულის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ 2022-2023 აკადემიურ წელს მურსიას უნივერსიტეტის, ცენტრ იბერიასა და ქართულ-ამერიკულ უნივერისტეტის ორგანიზებით ესპანეთში გაიმართება „ქართული დღეები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები