მანჰეტენზე კლასიკური მუსიკის დიდი გალა კონცერტი გაიმართება

11 ივნისს მანჰეტენზე გაიმართება კლასიკური მუსიკის დიდი გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ამერიკაში მოღვაწე წარმატებული პროფესიონალი მუსიკოს – შემსრულებლები და რამდენიმე უნიჭიერესი ახალგაზრდა შემსრულებელი.

გალა კონცერტისთვის გერმანიიდან სპეციალურად ჩამოდიან მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული ტენორი გიორგი ონიანი, პიანისტი ანა ნანუაშვილი და მისი ქალიშვილი, წარმატებული ახალგაზრდა მუსიკოსი ელისაბედ ნამჩევაძე.

კონცერტის ორგანიზატორები და სამხატვრო ხელმძღვანელები “CULTURAL AND EDUCATIONAL FOUNDATION”-ის დამაარსებელი და პრეზიდენტი, წარმატებული ქართველი ტენორი ბექა გოგინაშვილი და ორგანიზაცია “MAKE WAY FOR THE NEW GENERATION”- ის დამაარსებელი მერაბ ებრალიძე არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები