გერმანიის ქართული სათვისმოტომოს მიერ ორგანიზებული მინი-ფეხბურთის საქალაქთაშორისო ტურნირი დასრულდა

გერმანიის ქართული სათვისმოტო უკვე ათი წელია მინიფეხბურთის საქალაქთაშორისო ტურნირს მართავს. საიუბილეო შეხვედრას, 2022 წლის 5 ივნისს,  ქალაქ დრეზდენმა უმასპინძლა. პირველობის მოსაპოვებლად წელს რვა ქართული გუნდი ასპარეზობდა დრეზდენიდან, ბერლინიდან, შტუტგარტიდან, მიუნსტერიდან და მიუნხენიდან.

გერმანიის ქართული სათვსიტომოს თასის მფლობელი ქალაქ მიუნხენის გუნდი FC GEORGIA MÜNCHEN გახდა. მეორე ადგილი ასევე მიუნხენის გუნდ 1.Fc Georgia München I-ს ეგრო, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი შტუტგარტის Georgia United-მა დაიმსახურა.

FC Georgia München-ი: „მადლობა ამ წლის მასპინძლებს, დრეზდენის ქართულ სათვისტომოს გულითადი მასპინძლობისთვის. მომავალ წელს შევხვდებით მიუნხენში, იმედს ვიტოვებთ, რომ ტურნირზე უფრო მეტი ქალაქი იქნება წარმოდგენილი“.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ შალვა გოგია და ტურნირის საუკეთესო მეკარედ დიმიტრი გოგია დასახელდა. ამ ორ მოთამაშეს სპეციალურად დაწესებული პრიზები ერგოთ.

„ტურნირში მონაწილე გუნდებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ გერმანიის ქართული სათვისტომოს საპატიო სიგელები, ყველა მოთამაშე კი დაჯილდოვდა მედლით.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ტურნირის მასპინძელ ქალაქს. დრეზდენის ქართველებმა არა მხოლოდ კარგად იასპარეზეს ტურნირში, მათ არაჩვეულებრივი ტრადიციული „მესამე ტაიმი“ გაუმართეს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულ სტუმრებს და დადებითი მუხტითა და სიყვარულით დატვირთული საღამო აჩუქეს ყველას.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, გულშემატკივარს და თითოეულ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა 2022 წლის ტურნირის წარმატებით ჩატარებაში“- განაცხადა ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინა ხაბელაშვილმა „ქართულ კვირასთან“ საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები