ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი ევროპის ფიზიკოსთა VI ოლიმპიადიდან

სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ევროპის ფიზიკოსთა VI ოლიმპიადა (EuPho) გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების ხუთმა წევრმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას სკოლა-პანსიონი კომაროვი ავრცელებს.

ოლიმპიადის ფარგლებში 33 ქვეყნის 182 მონაწილიდან ოქროს მედალი მხოლოდ 12-მა მიიღო, მათ შორის, ორი ოქროს მედალი კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა  ნიკოლოზ მალცევმა და ირაკლი უგულავამ მოიპოვეს. ვერცხლის მედალი კომაროვის სკოლის მოსწავლემ, ანდრია მანჯავიძემ მიიღო. ბრინჯაოს მედლების მფლობელები გრიგოლ ცირეკიძე და დურმიშხან ქართველიშვილი გახდნენ (ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები