ბულგარეთში ღონისძიება “Paint as Pirosmani and Wine” გაიმართა

საქართველოს დიპლომატიური მისიების ინფორმაციით, საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ფრანკოფონიური ფესტივალის “Soleil” ფარგლებში, საქართველოს ელჩის თამარ ლილუაშვილის ინიციატივითა და საპატიო კონსულის იული ნუშევის ხელშეწყობით, გაიმართა ღონისძიება “Paint as Pirosmani and Wine”.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ გამოჩენილ ქართველ მხატვარს, ნიკო ფიროსმანს, დაეხატათ მისი ერთ-ერთი ცნობილი ნახატი “ირემი” და დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები