ტალინში ფოტო გამოფენა “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ გაიმართა

ტალინის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, House of the Blackheads-ში, საქართველო-ესტონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად და  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების  ფარგლებში, გაიმართა ფოტო გამოფენა “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  საქართველოსა და ევროპის ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული და სამხედრო თანამშრომლობის, ასევე, მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების ამსახველ ისტორიულ-დოკუმენტურ მასალა.

ღონისძიებას დაესწრნენ ესტონეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ასევე ქართული დიასპორა და ტალინში მყოფი ქართველი სტუდენტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები