შოთა მიშველიძემ სადებიუტო წონაში ევროპის ჩემპიონატის სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა

ტირანას ფიცარნაგზე, სადაც ძალოსანთა საიუბილეო მე-100 ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობენ, საქართველოს ნაკრებმა მორიგ წარმატებას მიაღწია.

შოთა მიშველიძემ მისთვის ახალ – 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში დებიუტშივე სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა.

მომავალმა მედალოსანმა ატაცში 142 კილოგრამი დაიმორჩილა და ოქროს მედალი მიიღო, აკვრაში დაძლეული 165 კილოგრამით კი – ბრინჯაო. მიშველიძეს ორჭიდის ჯამში 307 კილოგრამი დაუგროვდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.

ამავე წონაში მედალთან ახლოს იყო საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წარმომადგენელი გოგა ჩხეიძე, რომელმაც ორჭიდის ჯამში 296 კილოგრამით მეოთხე ადგილი  დაიკავა.

ერთი დღით ადრე გოდერძი ბერდელიძემ (55 კგ) ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები