საქართველოს საელჩომ „ქართულ სახლში“ ბელარუსში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩომ, მინსკში მდებარე „ქართულ სახლში“, ბელარუსში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის კინო ქრონიკა. ასევე, გამოფენილი იყო საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 1918-1921 წლების მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ფოტომასალა.

ფილმის ჩვენებამდე, საქართველოს ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს ყველა მოქალაქეს,   ბელარუსში მოღვაწე ქართველებს ქვეყნის წარმოჩენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევის პროცესში დიასპორის ჩართულობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები