ქ. ნიქოზიის ქართულ საკვირაო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

მ/წლის 29 მაისს, ქ. ნიქოზიის ქართულ საკვირაო სკოლაში, აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს ისტორიაზე, დროშაზე და საქართველოს ბრძოლაზე დამოუკიდებლობისთვის. ღონისძიებას დაესწრო კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ კეკელიძე და საელჩოს წარმომადგენლები.

„ვსარგებლობთ შემთხვევით და საელჩოს სახელით მადლობას ვუხდით კვიპროსში არსებული ქართული საკვირაო სკოლების მასწავლებლებს წლების მანძილზე მათ მიერ გაწეული შრომისა და ძალისხმევისთვის“, – ნათქვამია კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები