ქ. ბრნოს ფილარმონიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

26 მაისს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ბრნოს ფილარმონიაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, სადაც, ცნობილი ამერიკელი  მაესტროს დენის რასელ დევისის  დირიჟორობით  შესრულდა ქართველი გამოჩენილი კომპოზიტორის  გია ყანჩელის „მწუხარების ანგელოზები“ ვიოლინოს, ჩელოს, ბავშვთა გუნდისა და კამერული ორკესტრისთვის.

კონცერტის შემდგომ გაიმართა მიღება დიპლომატიური კორპუსის, სამხრეთ მორავიის რეგიონის წარმომადგენლებისა და ქართული დიასპორის წევრებისთვის.

ასევე, სამხრეთ მორავიაში საქართველოს საპატიო კონსულის, ონდრეი სვობოდას მხარდაჭერით, ფილარმონიის სივრცეში გაიმართა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ამსახველი ფოტო – გამოფენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები