სლოვენიაში გაიმართა ფოტოგამოფენა „ჩემი ქვეყანა ჩემი ციხე-სიმაგრეა“

ლუბლიანის მუნიციპალიტეტის შენობაში, სლოვენიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ქალაქ ლუბლიანის მერიის ხელშეწყობით გაიმართა ფოტოგამოფენა „ჩემი ქვეყანა ჩემი ციხესიმაგრეა“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და თბილისი – ლუბლიანის დაძმობილების 45-ე წლისთავს მიეძღვნა.

გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ქ. ლუბლიანის ვიცე-მერმა ბ-ნმა დეიან ცრნეკმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, სლოვენიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებმა, სლოვენიის მოწინავე Think tank-ებისა და მედიის წარმომადგენლებმა, ქართულმა დიასპორამ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ციხესიმაგრეების მე-19 საუკუნის გრავიურები და ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოები; აგრეთვე, ქ.ლუბლიანის დაარსების ამსახველი მე-17 საუკუნის გრავიურები, რომლებიც არგონავტების და იასონის ლეგენდებს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები