იტალიური საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფი“-ის ქართველი ოპერატორი – როგორ ეხმარება ემიგრანტებს ფიქრია კუჭუხიძე

ვიდეობლოგის სტუმარი ქართველი ემიგრანტი იტალიიდან ფიქრია კუჭუხიძეა, ის ქალაქ ბარიში ცხოვრობს. ფიქრია იტალიის პროფკავშირების, საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფი“-ს (Anolf) ქართულენოვანი ოპერატორია.

2009 წლიდან ემიგრაციაშია. იტალია მისთვის ოცნების ქვეყანა იყო და სწორად აქ იპოვა საყვარელი საქმეც. ამბობს, რომ მიუხედავად, რთული დღეებისა, ამ ქვეყანამ გულით მიიღო და საკუთარი თავი აპოვნინა.

სინდიკატო cis-ის anolf-ის საემიგრაციოს ქართულენოვანი ოპერატორის სამუშაო გრაფიკი ძალიან დატვირთულია. ორგანიზაციის ოფისი ყველა ეროვნების ხალხს ემსახურება, მათ შორის უამრავი ქართველია. გარდა ამისა, ფიქრია საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენელია იტალიაში და უამრავი საინტერესო საქმისა და ინიციატივის სათავეშია. ხშირად ხვდება ემიგრანტებს და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში ეხმარება. უამრავი ადამიანის სიხარულის თანამოზიარეც გამხდარა. ფიქრია უამრავი კულტურული პროექტის ავტორიც გახლავთ. ემიგრაციაში განვლილ რთულ და საინტერესო გზაზე ვიდეო ინტერვიუში საუბრობს.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები