ტოკიოში ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღნიშვნის ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ტოკიოში, “DINNING・BOOKLOUNGE Creadisce”-ის ღონისძიებების სივრცეში ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

გამოფენის სტუმრები გაეცნობიან

  • იაპონურად ნათარგმნი ქართული ლიტერატურის ნიმუშებს
  • საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიას
  • ჩვენი ქვეყნის ეროვნული სამოსის კულტურას

ამავე დროს შეძლებენ დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო.

გამოფენა 25 მაისს გაიხსნა და 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები