ერდოღან შენოლმა (ერეკლე დავითაძემ) “მამელუკი” თურქულ ენაზე თარგმნა

„ლამაზი ამბების დასტა”… ძვირფასი ქართველის, ერდოღან შენოლისგან კიდევ ერთი ძალიან სასიხარულო ამბავი  – ,,მამელუკი” უკვე თურქულ ენაზე. სულ ახლახან გამოიცა წიგნი და უკვე გზაშია ჩემთან მოდის“ – ინფორმაციას მერი დიასამიძე ავრცელებს – იგი ქალაქ სტამბოლში, ბეიქოზის რაიონში არსებული ბეიქოზი-ბათუმის ქართული საზოგადოების ასოციაციის ბაზაზე, 2018 წლიდან თურქეთში მცხოვრებ ქართველებს – ,,ჩვენებურებს” ქართულ ენას ასწავლის.

„მამელუკი“ თურქულ ენაზე ერდოღან შენოლმა (ერეკლე დავითაძემ) თარგმნა. მწერლის, პედაგოგისა და  სასულიერო პირის – ონდრატე თათარაშვილის (უიარაღო) ისტორიული მოთხრობა „მამელუკი“, 1912 წელს გამოქვეყნდა. წიგნში ქართველების უცხოეთში გაყიდვის მძიმე თემაა აღწერილი. ნაწარმოების მიხედვით, 1958 წელს რეჟისორმა დავით რონდელმა  მხატვრული ფილმი „მამლუქი“ გადაიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები