“ვფიქრობ პორტუგალიელი ტურისტები დაინტერესდებიან საქართველოთი და ეწვევიან თქვენს ქვეყანას“

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს პორტუგალიიდან ბლოგერები და ფოტოგრაფები ესტუმრნენ.

პრესტური პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით იმართება. პორტუგალიური მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული მიმართულების, ქალაქების, კურორტების, კულტურის, გამაჯანსაღებელი და სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტების შესახებ ბლოგებსა და ფოტო რეპორტაჟებს ამზადებენ, რომელსაც სოციალურ ქსელებში გააზიარებენ.

„თავდაპირველად ჩვენ ძველი თბილისი დავათვალიერეთ და ძალიან მომეწონა. საქართველო ძალიან ჰგავს პორტუგალიას, ხალხებს შორიც არის დიდი მსგავსება. ქართველები ძალიან მეგობრულები არიან, ყველა გვიღიმის. ძალიან მომეწონა ქართული ღვინო, რომელიც პორტუგალიურს ჰგავს. ვფიქრობ პორტუგალიელი ტურისტები დაინტერესდებიან საქართველოთი და ეწვევიან თქვენს ქვეყანას“- ამბობს პორტუგალიელი ჟურნალისტი ლუის დე მაგალჰეისი.

პრესტურის 8 მონაწილე თბილისს, მცხეთას, უფლისციხეს და ქვიშხეთს ეწვია. ბლოგერები და ფოტოგრაფები ბაღდათსა და საირმეს მოინახულებენ, დაათვალიერებენ ვანს, მარტვილს, სოფელს გორდს. ეწვევიან პრომეთეს მღვიმესა და წყალტუბოს.

პრესტურის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია პორტუგალიაში და ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები