ქართველთა კულტურის კერა “ლაზის” ანსამბლი პარიზში ფესტივალზე წარდგა
22 მაისს, პარიზის რეგიონში, კოლომბის დიდ საკონცერტო დარბაზში, ლაზის ქართული ცეკვის ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო კულტურებისა და ენების გალა – ფესტივალზე.
ქართველებმა დაუვიწყარი სანახაობა მოაწყვეს და მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს.
წლების წინ, პარიზში ახალგაზრდა წყვილმა ეკა ბოდოკიამ და დაჩი ჩაგანავამ საფუძველი ქართულ კულტურულ ასოციაციას ჩაუყარა. ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ მალევე იქცა ემიგრანტებისთვის გამორჩეულ ადგილად, ფრანგებს კი ახლოს გააცნო საქართველო. ასოციაციის დიდი დამსახურებაა, საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მიერ, ქართული ცეკვის როგორც, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანა. სხვადასხვა ღონისძიებებზე ,,ლაზს“ ფრანგები ხშირად გულშემატკივრობენ და გამამხნევებელ შეძახილსაც აყოლებენ – ,,la Géorgie”