რეალური ფოტო და მინიატურა – “შეეხე ემოციას”

თამუნა იანვარაშვილი განსაკუთრებულ და დასამახსოვრებელ ნივთებს, ხის ტოტებისგან, სხვადასხვა მცენარეების ნაყოფებისგან და ბუნებრივი მასალებისგან მინიატურის სახით ქმნის.

“ყველას თავისი სახლი უყვარს … და ენატრება…

ვიხსენებთ ბავშვობას ეზოში რომ დავრბოდით ბედნიერად,თავისუფლად, ძირს ჩამოცვენილი ხილი ყველაზე გემრიელი რომ იყო , საქანელით ცას რომ ვწვდებოდით და დაცემული მხიარულად რომ ვაგრძელებდით თამაშს.

ადრე თუ გვიან ყველას მოგვინდება მოვყვეთ ისტორია ადგილზე, სახლზე, სადაც გავიზარდეთ.

ეს სახლი გურიაშია, „საძირკველი ადლ-ნახევარის სიმაღლეზედა დგას,დედამიწიდან აშორებული , თითქმის ყველას ერთ სართულიანი ოდები უდგათ, გადახურული კრამიტით, ან, როგორც აქ ეძახიან, „ქერაბინით“. ასე აღწერს მწერალი თედო სახოკია გურიის ფიცრით აშენებულ სახლებს.

მინიატურაც ყველა დეტალის გათვალისწინებით შევქმენით და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი იდეის გარშემო გავერთიანდით –

„შეეხე ემოციას“

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები