,,ისეთი ბედნიერი როგორც საქართველოში ვარ, სხვაგან ვერასდროს ვიქნები“…

ვიდეობლოგის სტუმარი ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი რუსუდან კაჭკაჭიშვილია. ის ხელნაკეთ სამკაულებს ქმნის. რუსუდანის ნამუშევრები გემოვნებითა და ფერთა საოცარი შეხამებით გამოირჩევა.

7 მაისს ვენაში, გალერეა ” Am Roten Hof”-ში გაიმართა მისი ბოლო პერიოდში შექმნილი სამკაულების გამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოდან მიწვეული თვითნასწავლი მხატვარი ნინო ზარიძეც.

,,რთულია გაორებული ცხოვრება… 14 წელია ემიგრაციაში ვარ და უკვე აქაც ჩემი სახლია, თუმცა ისეთი ბედნიერი როგორც საქართველოში ვარ, სხვაგან ვერასდროს ვიქნები…“ – ამბობს ინტერვიუში ქართველი ხელოვანი და იხსენებს, როგორ აღმოჩნდა წლების წინ ემიგრაციაში, როდის და როგორ დაიწყო სამკაულების დამზადება და როგორია მისი ეკლიანი გზა ავსტრიამდე. რუსუდან კაჭკაჭიშვილის ისტორია ნახეთ ვიდეობლოგში.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები