8 მედალი და მესამე ადგილი ანტალიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ანტალიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 8 მედალი (1 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო) მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

86 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით კოღუაშვილი ჩემპიონი გახდა. ლუკა ჯანეზაშვილმა (65 კგ), ანდრო მარგიშვილმა (92 კგ) და ლუკა ხუჭუამ (97 კგ) მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს, ხოლო დავით აბდალაძემ (61 კგ), დავით ფაცინაშვილმა (70 კგ), თორნიკე თულაშვილმა (79 კგ) და მერაბ სულეიმანაშვილმა (125 კგ) – მესამე ადგილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები