თბილისში სერვის გურუს – ჯონ შოულის მასტერკლასი გაიმართება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს გიწვევთ მასტერკლასზე – „სტრატეგიული მიდგომები მომსახურების ინდუსტრიაში“

მასტერკლასს ჩაატარებს ამერიკელი სპეციალისტი, არაერთი წიგნის ავტორი, სამოტივაციო სპიკერი და ბიზნესმენი, საერთაშორისოდ აღიარებული სერვის გურუ –  ჯონ შოული.

ჯონ შოული  არის Service Quality Institute -ის დამაარსებელი და პრეზიდენტი. ოფისები აქვს ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში.

მისი სერვის პროგრამა 40 ქვეყანაში 2 მილიონმა ადამიანმა გაიარა.

იგი კონსულტაციებს უწევს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Hyatt, Sheraton, Coca-Cola, Fedex, Apple, Sales Forse, DHL… მიწვეული ექსპერტია ისეთ გადაცემებში როგორებიცაა  “Good morning America”, “USA TODAY” CNBC, PBS და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები