ქართველი მძლეოსნების წარმატება
საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, 15 მაისს გაიმართა კოპენჰაგენის საერთაშორისო მარათონი. გარბენში ქართველი ოლიმპიელი დავით ხარაზიშვილი იღებდა მონაწილეობას.
დავითმა რბენა 2:15.10 სთ-ში მე-11 შედეგით დაასრულა და საქართველოს ახალი რეკორდის დამყარებაც მოახერხა.
წარმატებული გამოდგა ამერიკაში მოღვაწე ქართველი მძლეოსნებისთვის ახალი საშეჯიბრო წელიწადი.
15 მაისს, საბა ხვიჩავამ 3000 მეტრ წინაღობებით რბენაში (8:50.40 წთ) საქართველოს ახალი 23 – წლამდელთა რეკორდი დაამყარა.
ერთი კვირით ადრე, კი პირადი ორი შედეგი გააუმჯობესა 800მ (1:52.79 წთ) და 1500 მ (3:49.81) რბენაში.
ამის გარდა, დავით ლუკავამ ირბინა თავისი საუკეთესო შედეგი 400მ თარჯრბენში (54.13 წმ).