საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ესპანეთში გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ესპანეთში, ქალაქ სევილიაში გამართულ ფორუმში „M&I Europe Spring 2022“ მიიღო მონაწილეობა. საქმიანი ტურიზმის სფეროში ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმზე საკონვენციო და საგამოფენო ბიურო წევრ კომპანიებთან ერთად იყო წარდგენილი.

“M&I Forum ღონისძიებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში 15 წელია იმართება და თითოეულ ფორუმს ასზე მეტი დანიშნულების მართვის ორგანიზაცია, სასტუმრო, სხვადასხვა ქვეყნის საკონვენციო ბიურო და ტურიზმის საბჭო ესწრება.

„M&I Europe Spring 2022“-ის მონაწილეებისათვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები