რუსთაველის ეროვნული თეატრის დასი ტრაპიზონის საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრება

13 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით რუსთაველის ეროვნული თეატრი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრება გასტროლზე – თურქეთში, ტრაპიზონის 22 -ე საერთაშორისო შავი ზღვის თეატრალურ ფესტივალზე და 15, 16 მაისს ტრაპიზონის სახელმწიფო თეატრში წარმოადგენს სპექტაკლს „ჰედა გაბლერი „

ნორვეგიელი დრამატურგის ჰენრიკ იბსენის პიესა “ჰედა გაბლერი” ახალგაზრდა რეჟისორმა თამარ პოპიაშვილმა დადგა და წარმოდგენაში ლელა ახალაია, ია სუხიტაშვილი, მალხაზ ქვრივიშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, დარეჯან ხარშილაძე, ლაშა ჯუხარაშვილი მონაწილეობენ. პიესა გურამ ღონღაძემ თარგმნა, სპექტაკლის მხატვარი – ბარბარა ასლამაზია, მუსიკალური გამფორმებელი თათა პოპიაშვილი, რეჟისორის თანაშემწე  კი რუსუდან ბარბაქაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები