3 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალი ანტალიის საერთაშორისო ტურნირიდან
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა ანტალიის საერთაშორისო ტურნირის ბოლო დღეს ორი ოქროს მედალი მოიპოვა და შეჯიბრება 3 ოქროთი და 4 ბრინჯაოთი დაასრულა. ჩემპიონები გახდნენ ლუკა გელაშვილი (80 კგ) და დავით მგელაძე (110 კგ).
გელაშვილისა და მგელაძის ტრიუმფამდე ერთი დღით ადრე, ჩემპიონი ანრი ფუტკარაძე (71 კგ) გახდა. მესამე საპრიზო ადგილები კი დაიკავეს: გიორგი კოჩალიძემ (45 კგ), ვახტანგ ლოლუამ (51 კგ), ავთანდილ მამალაძემ (60 კგ) და საბა ფურცელაძემ (92 კგ).