სენაკი მუსიკალურ ღონისძიებას „სენაკი არტ ფესტივალს“ უმასპინძლებს

15- დან 25 მაისამდე სენაკი მუსიკალურ ღონისძიებას „სენაკი არტ ფესტივალს“ მასპინძლობს.

წელს ფესტივალში მონაწილეობენ ნატალია ქუთათელაძე, დათუნა ალადაშვილი, თათული ედიშერაშვილი, თამარ ნიკოლაძე, ტარიელ სუარი, ვალერიან შიუკაშვილი, მიხეილ ოთარაშვილი, ირაკლი ფხალაძე.

ასევე გაიმართება ნათია ქავთარაძის მასტერკლასი და „რანინა 2022“-ის კონცერტი.

25 მაისს ფესტივალი საზეიმო კონცერტით დაიხურება.

ფესტივალი მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ღონისძიების დღის წესრიგი ცოტათი შეცვალა და ბოლო წლებია უცხოელი სტუმრები ღონისძიებაზე ვეღარ ჩამოდიან.

სხვადასხვა წლებში ფესტივალს  სტუმრობდნენ: მანუელა გლოკი, ნანი ბრეგვაძე, ანიტა რაჭველიშვილი, ნატალია კაზიმიროვსკაია, ნინო ქათამაძე, საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები