წიგნების ბაღი – “წაიღე, წაიკითხე, მოიტანე, გაუზიარე”
თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე წიგნების ბაღი დაარსდა. ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი წერს:
„რა შესანიშნავი საქმე გაკეთდა საბურთალოზე, ყაზბეგის 9-ში – დღეს წიგნების ბაღი დაარსდა.დაიდგა წიგნის ბუდეები. აიღებ შენთვის სასურველს, წაიკითხავ და დააბრუნებ ან სანაცვლოდ სხვას მოიტან. ერთმანეთზე უკეთესი წიგნებია.სკამებიც წიგნებთან ასოცირდება.
ეს არ არის მხოლოდ საკითხავი სივრცე, ეს ლამაზი გამწვანებული გარემოც არის, რაც ძალიან სჭირდება ჩვენს ქალაქს. ამ ბაღისა და წიგნიერების წახალისებისთვის საბურთალოს გამგეობასა და პირადად გამგებელს გიზო ვასაძეს მადლობას ვუხდი.ბევრი ასეთი სივრცე გვინდა სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში.“