ციურიხში ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ გამოფენა გაიხსნა

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მდებარე ეთნო ღვინის მუზეუმში “Ortsmuseum Hongg”, ექვსი თვის განმავლობაში, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ქართული ღვინის კულტურასთან და ისტორიასთან დაკავშირებულ ექსპონატებს, არტეფაქტებსა და სხვა საინფორმაციო – საილუსტრაციო მასალას გაეცნოს. ინფორმაცია ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გამოფენა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ციურიხში მდებარე „ქართული ღვინის გალერეის“ (GeoHaus GmbH) ორგანიზებით და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

გამოფენა ოფიციალურად ვაზის დარგვის ცერემონიალით გაიხსნა, გამოფენის ფარგლებში, რეგულარულად გაიმართება წარდგენა-დეგუსტაციები და ღვინის პროფესიონალებთან თემატური შეხვედრები.

აღსანიშნავია, რომ “Ortsmuseum Hongg”-ის სამუზეუმო სივრცეში დარგული ქართული ვაზის ჯიშები ჯიღაურას საკოლექციო მეურნეობიდან იყო შერჩეული.

გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ, „ქართული ღვინის გალერეის” დამფუძნებელმა, ზვიად არაბიძემ და ციურიხის ეთნომუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ქრისტიან შორნომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები