“ევროპის დღე” და ქართული სტენდი ვილნიუსში

7-9 მაისს ქალაქ ვილნიუსის ცენტრალურ მოედანზე, გაიმართა ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება, რომელშიც ლიეტუვის რესპუბლიკაში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ერთად მონაწილეობას იღებდა საქართველოს საელჩო.

მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ლიეტუვის პრემიერ მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ, ლიეტუვის სეიმის სპიკერმა, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რაიმუნდას კარუბლისმა და ლიეტუვის რესპუბლიკაში უკრაინის ელჩმა პეტრო ბეშტამ. ასევე გაიმართა ევროპის დროშის აღმართვის ცერემონია და გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით: „უკრაინა: ომი ევროპაში“.

საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული ენის შესახებ საინფორმაციო მასალები, ლიეტუვურ ენაზე ნათარგმნი ქართული ლიტერატურული ნამუშევრები, ტიხრული მინანქრის დიზაინერის, ნიკოლოზ გამხიტაშვილის მიერ შექმნილი სამკაულები და ქ. კაუნასის ქართული ხელოვნებისა და სუნელების სახლის პროდუქცია.

გამართული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სტენდს ეწვია ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგირდა შიმონიტე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები