“ცუდი გზები” – უკრაინელი დრამატურგის პიესა ახმეტელის თეატრში განხორციელდა
„ჩვენ უფრო და უფრო ვუახლოვდებით დონბასს, გადაყირავებულ და გადაბუგულ სახლებს ჩავუარეთ, გზები დანგრეულია და მე ვფიქრობ – როგორი გაუბედურებულია ყველაფერი ..“
13, 14, 15 მაისს, 19 საათზე, თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში პრემიერაა , უკრაინელი დრამატურგის – ნატალია ვოროჟბიტის პიესა „ცუდი გზები“ ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა – რეჟისორმა ირაკლი გოგიამ დადგა. პიესა ქართულ სცენაზე პირველად განხორციელდა. სპექტაკლში დონბასის ომის ქრონიკები და ადამიანების ტრაგედიაა გადმოცემული – ის, თუ როგორ შეიძლება ომმა ჩვენს გარშემო ყველა და ყველაფერი შეცვალოს…
თარგმანი გიორგი ყაჯრიშვილისა, ტექსტის სცენური ვერსიის ავტორი – ოთარ ქათამაძე
რეჟისორი – ირაკლი გოგია; მხატვრები: ანა ქობულაშვილი,ირაკლი ბილისეიშვილი,
რეჟისორის ასისტენტი – გიორგი ყაულაშვილი; პროექტისათვის სპეციალურად იმუშავა ირანელმა კომპოზიტორმა მეჰრან მირმირიმ.
მონაწილეობენ: სოფია სებისკვერაძე, გიორგი გასვიანი, ოთო ჩიქობავა, მამუკა მაზავრიშვილი, თამარ ბეჟუაშვილი, თეკლა სულაქველიძე
„ბოლო წლებში ჩვენთან არაერთმა უკრაინელმა რეჟისორმა იმუშავა, ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს და ბევრი პროექტი განხორციელებული, უკრაინელი დრამატურგის – ნატალია ვოროჟბიტის პიესები დღეს მსოფლიოს მრავალ სცენაზე იდგმევა, ჩვენი სპექტაკლი დონბასის ომის ქრონიკებსა და ადამიანთა ტრაგედიებს ასახავს ” – განაცხადა „ქართულ კვირასთან“ საუბარში რეჟისორმა ირაკლი გოგიამ.