“ჩემი ნიუ იორკი” – ქართველი ემიგრანტის – დონა გიორგაძის ფოტოების გამოფენა რუსთავში გაიმართება

14 მაისს რუსთავის ისტორიულ მუზეუმში ქართველი ემიგრანტის – დონა გიორგაძის ფოტო – გამოფენა „ჩემი ნიუ იორკი“ გაიმართება.

„გაგიზიარებთ იმ ფოტოების 2%-ს რაც ოქტომბრის მერე გადავიღე. ამ პატარა გამოფენით ვეცდები რაღაცნაირად დაგანახოთ ჩემი სიყვარული ამ ჯადოსნური ქალაქისადმი და პატარა ნაწილები დაგირიგოთ. გამოფენა იქნება საქველმოქმედო და რამდენიმე კარგ მოსწავლეს გავუნათებთ მომავლს. ამაზე კარგი და სასარგებლო რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ“ – ამბობს დონა გიორგაძე.

დონა გიორგაძის ინიციატივით მიმდინარე წლის 3 აპრილს, ნიუ იორკში, საქველმოქმედო საღამო “ბრანჩი დონასთან” გაიმართა, ქართველმა ემიგრანტმა, რომელიც წლებია აშშ-ში ცხოვრობს და ემიგრაციაში ახალი პროფესია იპოვა – პერსონალური შეფი გახდა, ქართულ – უკრაინული კერძები მოამზადა და სტუმრებს დააგემოვნებინა, შემოსული თანხა კი გადაირიცხა უკრაინელებთან – მათთან, ვისაც დახმარება  დღეს ყველაზე მეტად სჭირდება.

დონა გიორგაძე ავტორია წიგნისა “Around the Georgian Table” – რომელიც ავტობიოგრაფიას, მემუარებს  და საინტერესო კულინარიულ რეცეპტებს აერთიანებს. ის YouTube არხის “budget friendly cooking” მეშვეობით ათასობით ადამიანს ყოველდღიურად  მარტივ, სახალისო და ბიუჯეტურ რეცეპტებს უზიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები