თბილისს დანიელი პოეტი სოფი ჰერმანსენ ერიქსდატერი ეწვია

თბილისის მწერალთა რეზიდენციას დანიელი პოეტი სოფი ჰერმანსენ ერიქსდატერი ეწვია.

სოფი ჰერმანსენ ერიქსდატერი ისლანდიაში მცხოვრები დანიელი ავტორია. ის ნორვეგიის მწერალთა სკოლისა და მწერლობის აკადემიის კურსდამთავრებულია. მას მინიჭებული აქვს ხელოვნების მაგისტრის ხარისხი ორჰუსისა და ისლანდიის უნივერსიტეტების მიერ.

„ერიკსდატერი ძირითადად პოეზიასა და მცირე პროზაში მუშაობს. მისთვის საინტერესო თემებია ლანდშაფტი, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა, მიკრო და მაკრო სამყაროები, სექსუალობა. მისი ლექსები გამოქვეყნებულია ჩრდილოეთ ევროპული ლიტერატურის სხვადასხვა ანთოლოგიაში, ჟურნალებში, როგორებიცაა Signals, Cappelen Damm და სხვები.

2018  წელს გამომცემლობა Forlaget Silkefyret-მა დაბეჭდა სოფი ჰერმანსენ ერიქსდატერის პოეტური კრებული, „იატაკქვეშეთის ყვავილები“. სოფი ჰერმანსენ ერიქსდატერი 2 კვირით ეწვევა მწერალთა სახლის რეზიდენციას 2022 წლის მაისში“, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები