Le Courrier ლევან ბერძენიშვილის წიგნის  ,,წმინდა წყვდიადი”  შესახებ წერს

ფრანგული გამოცემა Le Courrier ლევან ბერძენიშვილის წიგნის  ,,წმინდა წყვდიადი”  შესახებ წერს. წიგნი მწერალთა სახლის ხელშეწყობით ფრანგულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Les Éditions Noir sur Blanc მიერ გამოიცა. მთარგმნელი: მაია ვარსიმაშვილი – რაფაელი. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.

წიგნის შესახებ: “ბევრი რამ გადამხდენია, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე დაპატიმრების ოთხწლიან მოლოდინსა და თავისუფლების სამწლიან აღკვეთას მოუხდენია. ეს გავლენა იმდენად დიდია, რომ საკმარისია, ვინმე გავიცნო, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი, აუცილებლად ავუხსნი, რომ ოდესღაც პოლიტიკური პატიმარი ვიყავი. ვიცი, რომ პირველი არ ვარ, ვისაც განსაკუთრებულმა გარემოებებმა ხელში კალამი ააღებინა, ჩვენს რიგებში გრაფომანებიც ბლომად იყვნენ და გენიოსებიც, მაგრამ მე ”კალამი ავიღე” ანუ კლავიატურა მოვირგე არა მხატვრული წიგნის დასაწერად ან დაკარგული დროის დასაბრუნებლად, არამედ დაკარგვადი პერსონაჟების გადასარჩენად, რადგან თუ ეს პერსონაჟები  დაიკარგებიან, მეც დავიკარგები და ვიღაც შეცდომით იფიქრებს, რომ მართლა მიცნობდა, რაკი ჩემს რომელიმე ლექციას დასწრებია, ტელევიზიით ჩემი გამოსვლა უნახავს ან ინტერვიუ წაუკითხავს.”

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს  „წმინდა წყვდიადის“ შესახებ რეცენზიები ფრანგულ გამოცემებში “Le Méridional” და ”LE FIGARO” დაიბეჭდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები