საბა ასანიძემ იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჰერაკლიონში (საბერძნეთი) მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედლები მოიპოვა.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე საბა ასანიძემ ატაცში 141 კილოგრამი დაძლია, რაც მეექვსე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი, მაგრამ დანაკლისის ანაზღაურებას აკვრაში შეეცადა და წარმატებითაც. აკვრაში ქართველმა ძალოსანმა 183 კილოგრამი დაიმორჩილა, რამაც მას ამ დისციპლინაში პირველი ადგილი მოუტანა. ორჭიდის ჯამში დაგროვილი 324 კილოგრამით საბა ასანიძეს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი ერგო.