გვანცა დანელია სწავლას Lund University – ში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული, გვანცა დანელია სწავლას ლუნდის უნივერსიტეტში (Lund University), შვედეთში გააგრძელებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

გვანცა ჩაირიცხა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე (LL.M. in International Human Rights Law). მან მოიპოვა შვედური ინსტიტუტის (Swedish Institute) სრული დაფინანსება (SISGP), რომელიც ითვალისწინებს სწავლის სრული საფასურის დაფარვას და ორწლიან სტიპენდიას.

გვანცამ მოწვევა მიიღო და დაფინანსება მოიპოვა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდანაც (CEU). თუმცა, მან სწავლის გაგრძელება ლუნდის უნივერსიტეტში გადაწყვიტა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები