ქართველი კიოტოელის ამბები – მარიამ ინაბას იაპონური თავგადასავალი

ქართველი გოგონას იაპონური თავგადასავალი – გაიცანით მარიამ ინაბა, ,,ერთი ჩვეულებრივი ქართველი, მითების დამანგრეველი გოგო“, რომელმაც საკუთარი თავი ოცნების ქვეყანაში იპოვა…

მარიამი 9 წელია იაპონიის უძველეს და ულამაზეს ქალაქ კიოტოში ცხოვრობს. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, იაპონურის განხრით, მაგრამ საზოგადოებამ უფრო მეტად საკუთარი ბლოგით გაიცნო. ,,ქართველი კიოტოელის ამბები“- ასე ჰქვია ფეისბუქ გვერდს, სადაც ის იაპონურ ამბებს დღიურის სახით ყოველდღე უზიარებს მკითხველს.

საყვარელ ქვეყანას იაპონიის განათლების სამინისტროს პროგრამით 2013 წელს, საკურას ყვავილობისას ესტუმრა. მაგისტრატურის სამწლიანი კურსი გაიარა. თავისუფალ დროს ადგილობრივებს ინგლისურსა და ქართულს ასწავლიდა, შემდეგ კი ბუდისტურ ტაძარში, სადაც უამრავი ტურისტი იყრიდა თავს, გიდად მუშაობდა. ცოტა ხანს ქართულ რესტორანში შეფ-მზარეულადაც მოსინჯა ძალები, შემდეგ კიოტოს პრეფექტურის საზღვარგარეთის ბიზნეს ცენტრში ბიზნესის ხელშეწყობის ოფიცრად 3 წელი იმუშავა. მარიამმა მომავალი მეუღლეც იაპონიაში გაიცნო და ქართულ-იაპონური ოჯახი შექმნა. როგორ და როდის ხდება ოცნებები – უფრო მეტი გაიგეთ ვიდეობლოგიდან.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები