ელენე ჯანაძე სწავლას კემბრიჯში განაგრძობს
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული, ელენე ჯანაძე სწავლას კემბრიჯში გააგრძელებს.
თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, ელენე კემბრიჯის უნივერსიტეტში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და დაზვერვის შემსწავლელ ერთთვიან პროგრამაზე ისწავლის. პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებსა და დამწყებ პროფესიონალებს უკეთ გააცნოს სახელმწიფო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები.
ელენემ კემბრიჯის უსაფრთხოების სკოლისა და კინგსის კოლეჯის ერთობლივი დაფინანსება მოიპოვა და მისი სწავლის ხარჯებს ბრიტანული მხარე სრულად დააფინანსებს.