ვლადიმერ ნაბოკოვის ,,ლექციები ლიტერატურაზე” ქართულ ენაზე ითარგმნა

მწერალთა სახლის ხელშეწყობით ქართულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა ,,პეგასის” მიერ გამოიცა ვლადიმერ ნაბოკოვის  ,,ლექციები ლიტერატურაზე”  მთარგმნელი: ქეთევან გრძელიძე

„ნაბოკოვის, როგორც ლიტერატურის კრიტიკოსის რეპუტაცია, რომელიც ინგლისურენოვან სამყაროში პუშკინზე მონუმენტური ნაშრომითა და ფროიდის, ფოლკნერისა და მანის შესახებ ქედმაღლური კომენტარებით შემოიფარგლებოდა, ერთიორად გაიზარდა ამ სალექციო კურსში მოქცეული სიღრმისეული და თანმიმდევრული შეფასებების მთელი სპექტრით, იქნება ეს ჯეინ ოსტინის „ჩაღიმებული“ სტილის არაჩვეულებრივი პორტრეტი, დიკენსის ხატოვანების გულთბილი მიმოხილვა, ფლობერის კონტრაპუნქტების მოწიწებით აღსავსე ანალიზი, თუ ჯოისის მოწიკწიკე სინქრონიზაციის რთული მექანიზმის კრძალვითა და რიდით გაშიშვლება, როგორც ბავშვი შლის თავის პირველ მაჯის საათს, რომ მისი შიგთავსი ნახოს”, — ჯონ აპდაიკი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები