პატარა უკრაინელები საქველმოქმედო კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას

ვლადი და კატერინა, ორი უნიჭიერესი ბავშვია ზაპოროჟიედან. ბებია, ბაბუა, უახლოესი ნათესავები და მეგობრების ნაწილი უკრაინაში დარჩათ და მშობლებთან ერთად ყოველ დილით შიშით იღვიძებენ, სანამ მათთვის ძვირფასი ადამიანების ამბავს შეიტყობენ.

თეონა ჯორბენაძე: „ფონდ “იავნანასთან” და კონცეპტArt-თან ერთად, გადავწყვიტეთ იმ უკრაინელ ბავშვებზე ვიზრუნოთ, ვისაც მუსიკა, ცეკვა და ზოგადად ხელოვნების რომელიმე მიმართულება აინტერესებთ. ამ დროისთვის 5 ასეთი ბავშვი გვყავს. ვლადი და კატერინა გიტარის სწავლას ქართველ პედაგოგთან, ბატონ ვაჟა კალანდაძესთან განაგრძობენ. 4 მაისს კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე ისინი სტუდენტების მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას. ბავშვებს არ ჰქონდათ საკონცერტო გიტარა და გუშინ მათ საუკეთესო გიტარა შეუძინა  “იავნანამ” საქართველოში Yamaha-ს წარმომადგენლობით თანამონაწილეობით. ხუთივე ბავშვს დაენიშნა სტიპენდია და მათი სწავლების პროცესიც სრულად უზრუნველყოფილი იქნება. ძალიან დიდი მადლობა Lizi Ramishvili Tata Licheli Sofia Khachapuridze Miranda Shavlakadze Yamaha Music Georgia; www.yamaha.ge  განსაკუთრებული მადლობა ჩემს ძვირფას მეგობარს მანანა მანჯგალაძე და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის თანამშრომლებს, რომლებმაც შემოწირულება გაიღეს და დაგვეხმარენ ამ იდეის განხორციელებაში. მიზნობრივი ქველმოქმედება არ არის ადვილი საქმე, უნდა შეისწავლო და გამოავლინო კონკრეტული საჭიროება, რაც უკრაინის შემთხვევაში  ნინოს Nino Katamadze გარეშე ვერ გამოვიდოდა.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები