ჩინეთის საელჩო საქართველოში მისალოცი ვიდეოების კონკურსს აცხადებს

ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავის აღსანიშნავად, ორ ქვეყანას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ორ ერს შორის მეგობრობის განსამტკიცებლად, ჩინეთის საელჩო საქართველოში 2022 წლის მაისში ატარებს ამ საიუბილეო თარიღის მისალოცი ვიდეოების კონკურსს, სახელწოდებით „მეგობრობა მარადიულია, ერთად უკეთესი მომავლისკენ“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს, ისე საქართველოში მცხოვრებ ჩინელებს.

ღონისძიების ორგანიზატორია ჩინეთის საელჩო საქართველოში, თანაორგანიზატორები – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, ალტე უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასი, მედია კომპანია „For You”.

  • ღონისძიების განრიგი:

1-22 მაისი კონკურსანტების მიერ ვიდეოების წარდგენა

22 მაისი – 1 ივნისი ვიდეოების შერჩევა და ერთი დიდი ვიდეოს დამზადება

ივნისში დამზადებული ვიდეოს გამოქვეყნება

  • მონაწილეობის პირობები
  1. ვიდეოს შინაარსი: ვიდეოს თემატიკა უნდა ეხებოდეს ჩინეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს, ორი ქვეყნის თანამშრომლობაში პირად გამოცდილებას, ამ საიუბილეო თარიღის მილოცვას, ორი ქვეყნის ურთიერთობებში სამომავლო მოლოდინებს და მსგავს თემებს. ვიდეოს შინაარსი უნდა იყოს პოზიტიური და ასახავდეს ჩინურ – ქართულ მეგობრობას.
  2. ვიდეოს კრიტერიუმები: სასურველია 720P ან 1080P გაფართოების ვიდეო, ჰორიზონტალური კადრი, მკაფიო სურათი და ხმა, ფონური ხმაურის გარეშე. ვიდეოს ჩაწერა და დამზადება შეიძლება ნებისმიერი ტიპის აპარატურით.
  3. ვიდეოს ფორმატი: ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს, ვიდეო თავსებადი უნდა იყოს ძირითად ვიდეო ფორმატებთან (MP4, MOV, MPEG და ა.შ). მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ორიგინალი ვიდეო ჩინურ, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, სუბტიტრების გარეშე.
  4. ვიდეოები უნდა შეესაბამებოდეს კანონით დადგენილ წესებს და უნდა იყოს ორიგინალი ნამუშევარი.
  • ვიდეოს წარდგენა
  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ორიგინალი ვიდეოები 22 მაისამდე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: chinageorgia2022video@gmail.com
  2. ი – მეილის სათაურში უნდა მიუთითოთ: „ვიდეოს სახელწოდება – სახელი და გვარი – სწავლის საფეხური ან სამუშაო ადგილი“. ი – მეილის შინაარსში უნდა მიუთითოთ: სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი და მისამართი (პრიზების ფოსტით გამოსაგზავნად).
  • დამატებითი ინფორმაცია
  1. შერჩეული ვიდეოების ავტორები საელჩოსგან საჩუქრად მიიღებენ სამახსოვრო პრიზს.
  2. ვიდეოს საავტორო უფლება ეკუთვნის ავტორს. ვიდეოს წარდგენით, ავტორი ორგანიზატორს ანიჭებს მისი გამოყენების უფლებას. ღონისძიების ორგანიზატორი იტოვებს უფლებას ვიდეოში შეიტანოს ცვლილება და დამატებითი ანაზღაურების გარეშე საჯაროდ გამოაქვეყნოს და გაავრცელოს იგი. ყველა კონკურსანტი კონკურსში მონაწილეობით ეთანხმება ამ განცხადების თითოეულ პუნქტს.
  3. ამ ღონისძიების საბოლოო ინტერპრეტაციის უფლება ეკუთვნის ღონისძიების ორგანიზატორს.
  4. საკონტაქტო პირები: 郭雅男 Whatsapp +995 574165817

靳帅虎  Whatsapp  +995 593140268

郑艺铭  Whatsapp  +995 593360181“ , – ნათქვამია საქართველოში ჩინეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები