„მობძანდი, შინ მობძანდი ნენა..” – გურიაში ზურაბ შევარდნაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
გურიაში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ზურაბ შევარდნაძის წიგნის “მობძანდი, შინ მობძანდი ნენა..“ პრეზენტაცია გაიმართა – პრეზენტაცია გურიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბახვში, წიგნის ავტორის მშობლიურ სახლში შედგა.
ზურაბ შევარდნაძის წიგნი „მობძანდი, შინ მობძანდი ნენა..” „კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გამოიცა. წიგნში ხანდაზმული და ღვაწლმოსილი გურულები თავად მოგვითხრობენ გურულ დიალექტზე თავიანთი განვლილი ცხოვრებისა და გამოცდილების შესახებ. ავტორის მთავარი მიზანია მკითხველის დაინტერესება გურიით, ადგილობრივი კულტურით, ისტორიითა და იქ მცხოვრები ადამიანების ყოფით.
ღონისძიების ფარგლებში, წიგნის პერსონაჟებმა მოწვეულ სტუმრებს თავიანთი შემოქმედება გააცნეს, შესრულდა მუსიკალური და ლიტერატურული ნომრები.
ავტორთან, ზურაბ შევარდნაძესთან ერთად წიგნზე იმუშავეს რედაქტორმა ეთერ თათარაიძემ და ფოტოგრაფმა ზაქარია ჭელიძემ.