“მელიტა, კახეთის გვირგვინი გამტყდარი” – მშვენიერი ქართველი ქალი
ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მშვენიერი ქართველი ქალის – მელიტა ჩოლოყაშვილის შესახებ წერს – „ასტრალი, წევარი, მადონა, აფთარი… მელიტა, კახეთის გვირგვინი გამტყდარი“ მელანია ჩოლოყაშვილი 1895 წელს დაიბადა თადეოზ ნიკოლოზის ძე ჩოლოყაშვილისა და მარიამ სვიმონის ასული ჯორჯაძის ოჯახში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყარაბულახში, დღევანდელ ხაშმში.
„გენიალური პორტრეტისტი საველი სორინი (1878-1953) მერე უკვე თავის პარიზულ დღიურებში წერდა: ,,ვერაფრით მოვიხელთე ეს მელიტა ჩოლოყაშვილი, კახელი დიდგვაროვანი, ვერაფრით დავსვი სკამზე, რომ დამეხატა. სისხლი გამიშრო, არადა, ულამაზესი იყო და საოცარი, თავისი ამპარტავნობით, შეუვალობით ქედმაღლობით და თან უშუალობით…წამდაუწუმ გამირბოდა,მემუქრებოდა, ძლივს ვაკავებდი”
სორინიმ ეს პორტრეტი პარიზში დაასრულა, თბილისიდან რომ გაემგზავრა.
მელიტა ჩოლოყაშვილი 1895 წელს საგარეჯოში, ხაშმში (ყარაბულახი) დაიბადა. რა იყო ასეთი ეს სოფელი,ამდენი კულტურის მოღვაწე რომ დაბადა. ილიას მოუნათლავს და უთქვამს: ,,დიდებული ქალბატონი გაიზრდება და გვარსაც ასახელებსო”…
რევოლუციის მერე, პარიზში გადავიდა და მაშინვე აღმოჩნდა კოკო შანელთან, მისი რჩეული გახლდათ და არაერთხელ ჩაუცვამს პოდიუმზე ის შავი კაბა, დღემდე, რომ ცნობილია…შანელთან თანამშრომლობდა მისი ქალიშვილიც – ლილია ზელენსკაია – როტვანდი…
ტიციან ტაბიძემ კი უკვდავყო თავის ლექსში მისი განუმეორებელი ხატება:
,,სეზონის ქალბატონს ჰქონდეს ეს აფიშა-
დაპყრობილ პარიზში ჩაყვება გერლოდად,
როცა სხვა პოეტი ლექსს დაწერს კაფეში,
ლექსისთვის სამშობლო მას კიდევ ელოდა.
ასტრალი, წევარი,მადონა, აფთარი…
მელიტა, კახეთის გვირგვინი გამტყდარი”
1922 წელი.