ვენაში რუსუდან კაჭკაჭიშვილის ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა გაიმართება

7 მაისს, ქალაქ ვენაში, გალერეაში “Am Roten Hof” გაიმართება ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ხელოვნის, რუსუდან კაჭკაჭიშვილის ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა, გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოდან მოწვეული თვითნასწავლი მხატვარი – ნინო ზარიძე. ინფორმაციას ქართულ ავსტრიული კულტურის ცენტრი ავრცელებს.

რუსუდან კაჭკაჭიშვილი წლებია ემიგრაციაში ცხოვრობს, ბუნებრივი ქვებისგან დამზადებული მისი ორიგინალური და გამორჩეული სამკაულები არა ერთხელ გამოფენილა როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

7 მაისს, ღონისძიებაზე შემოსული თანხა უკრაინელების დახმარების ფონდში გადაირიცხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები