“Natúr Sümeg 2022“- ში „რუისპირის ბიოდინამიკურმა მეურნეობამ“ საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა

უნგრეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქართულმა კომპანიამ „რუისპირის ბიოდინამიკური  მეურნეობა“ საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო უნგრეთის ბალატონის რეგიონში მდებარე ქ. შუმეგის ნატურალური ღვინის საერთაშორისო ფესტივალში “Natúr Sümeg 2022“

კომპანიის დამფუძნებელმა გ. ალადაშვილმა ფესტივალის სტუმრებს ქვევრში ღვინის დაყენების მრავალ ათასწლიანი ქართული ტრადიცია გააცნო.

საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 2021 წელს დაარსდა, უნგრეთის ღვინის ისტორიული რეგიონებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული მეღვინეები და მევენახეობის ბიოდინამიკის ცნობილი ექსპერტები ერთმანეთს და ფესტივალის სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას  უზიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები