ქართველმა წყალში მხტომელებმა ოქროს მედლები მოიპოვეს

ქართველმა წყალში მხტომელებმა, ბუდაპეშტის ტრადიციულ ტურნირზე “დუნა არენა”, ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის კალენდრით გათვალისწინებულ საერთაშორისო შეჯიბრზე, სანდრო მელიქიძემ და თორნიკე ონიკაშილმა სამი მეტრიან ტრამპლინიდან ხტომაში 364 ქულით, 85 მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს.

აღნიშნული შედეგით ქართველმა სპორტსმენებმა საკუთარი რეკორდი 20 ქულით გააუმჯობესეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები