ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოში ჩამოდის

„თუკი საქართველოს შესახებ არაფერი იცით, სულელები ხართ! ის ულამაზესია. მიყვარს ეს ქვეყანა!..“ – ამ სიტყვების ავტორი, ფრანგი მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი, გამომცემელი, ფრედერიკ ბეგბედერი, გამომცემლობა „პალიტრა L- ის“ მოწვევით, 4-6 მაისს საქართველოში ჩამოვა.

როგორც გამომცემლობაში აცხადებენ, მწერალი ყველანაირი აქტივობისთვის მზად არის. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეხვედრა 4 მაისს 19:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგება, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება პირადად შეხვდეს ცნობილ მწერალს და შეკითხვები დაუსვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები