ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენში ATP 250 BMW Open by American Express-ში მონაწილეობს

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენშია და ATP 250 BMW Open by American Express-ში მონაწილეობს. ალექსანდრ ზვერევის, კასპერ რუდის, და რეილი ოპელკას შემდეგ ბასილაშვილი ტურნირზე  მეოთხე ნომრად არის განთესილი და ასპარეზობა პირდაპირ მეორე წრიდან დაიწყო და პირველი შეხვედრაში სამ სეტში გაიმარჯვა – 3:6, 6:2, 6:4.

1/4 ფინალში ნიკას მეტოქე სერბი ჩოგბურთელი მიომირ კეცმანოვიჩი (38 რეიტინგში) იქნება. მატჩი 29 აპრილს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები