თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები იმიტირებული პროცესის ფინალისტები გახდნენ

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ ორგანიზებული იმიტირებული პროცესის ფინალისტები გახდნენ.

კონკურსში მონაწილეობენ სამართლის სკოლის სტუდენტები მარიამ ბიბილური, ეკატერინე სუბელიანი და მარიამ ტაგანაშვილი. მათი მენტორია ანა არგანაშვილი.

„შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ეუთოს წევრი ქვეყნების სტუდენტებმა. იმიტირებული კონკურსი ეხება შშმ პირთა უფლებებს. მსაჯების შეფასებით, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული დოკუმენტები გამოირჩეოდა მაღალი ხარისხის სამართლებრივი ანალიზით“, – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონკურსის ფინალი გაიმართება 19 მაისს, ვარშავაში. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები დაუპირისპირდებიან  University of California, Berkeley-ის გუნდს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები