„ევროპული სკოლის“ ესპანურ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეებმა Feria de Abril-ი იზეიმეს

„ევროპული სკოლის“ ესპანურ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეებმა, პედაგოგ თამარა გულიაშვილ-გოგრიჭიანთან ერთად, Feria de Abril-ი იზეიმეს და ესპანეთის კონსულის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ხორხე ლუსინის და  ესპანური სათვისტომოს ხელმძღვანელს და წარმომადგენელს საქართველოში ადრიან ლოპესს უმასპინძლეს.

მოსწავლეებმა სევილიის აპრილის ბაზრობის შესახებ პრეზენტაცია მოამზადეს, ესპანური და ქართული ცეკვები და სიმღერები შეასრულეს. ახალგაზრდა ესპანელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა როდრიგო მუნიოსმა, რომელიც ღონისძიებაში ონლიან  ჩაერთო ღონისძიებაში, სხვა ხიბლი შესძინა დღესასწაულს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები