ვიდეობლოგის სტუმარი, უკრაინაში მცხოვრები ქართველი შეფ-მზარეული ირაკლი ბერიძეა. მან ომის დაწყების შემდეგ, უკრაინელ მეუღლესა და პატარა ქალიშვილთან ერთად, ადგილზე დარჩენა გადაწყვიტა.
რეგიონს, სადაც ქართულ-უკრაინული ოჯახი ცხოვრობს, ივანო ფრანკოვსკი ჰქვია. წყვილი აგრძელებს საკუთარი პროფესიით მუშაობას. ქართველი მზარეული მეუღლესთან ოქსი ვოზნიუკთან ერთად, მუშაობს უკრაინულ რესტორანში (ის ცნობილი ბრენდ შეფი და ფუდ ფოტოგრაფია). ისინი ლტოლვილებსა და სამხედროებს სრულიად უსასყიდლოდ ემსახურებიან.
ირაკლი კულინარიის პარალელურად წერს. სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს საინტერესო სტატუსებს, ჩანახატებს, რომლებსაც უამრავი მკითხველი ყავს… უფრო მეტს თუ როგორ გახდა აჭარელი მეზღვაური უკრაინაში შეფ-მზარეული – ვიდეობლოგიდან შეიტყობთ.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"