თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული, გვანცა ჩაჩანიძე სწავლას ევროპაში გააგრძელებს.ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
გვანცამ Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის “IMSISS International Master in Security, Intelligence and Strategic Studies” ფარგლებში მოიპოვა სწავლის სრული დაფინანსება და ყოველთვიური სტიპენდია. პროგრამა ასევე აფინანსებს მგზავრობისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებსაც.
აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება 3 უნივერსიტეტში: პირველი და მეოთხე სემესტრი – University of Glasgow (შოტლანდია), მეორე სემესტრი – University of Dublin (ირლანდია), ხოლო მესამე სემესტრი – Charles University (ჩეხეთი).